იმ პარტიის წარმომადგენლებისგან, ვინც ორ გვამს ითხოვდა, არგუმენტების მოყვანა ნაკლებად სარწმუნოა - დიმიტრი ხუნდაძე

სამშაბათი, 07 თებერვალი, 2017 - 13:14

ჩვენ, ძიების დასრულებამდე, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თავი უნდა შევიკავოთ განცხადებების გაკეთებისგან, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძე თვლის, რომ ძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დაუდასტურებელ ფაქტებზე არ უნდა კეთდებოდეს განცხადებები.

“ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, საჭიროა არგუმენტირებული პასუხები, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ პოლიტიკური შეფასებებისგან და დაველოდოთ დასკვნებს.გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ეს დადასტურდა. იმ პარტიის წევრები, რომლებიც ერთ დროს ორ გვამს ითხოვდნენ. ახლა მილიონებზე საუბრობდნენ, თუმცა დაუდასტურებელ ფაქტებზე არ უნდა ვაკეთოთ ნაადრევი პოლიტიკური განცხადებები”, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44