საფრანგეთში ქვევრის ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

სამშაბათი, 07 თებერვალი, 2017 - 12:58

ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია საფრანგეთის ქალაქებში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფრანგ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ექვსი ქართული ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „ნიკოლაძეების მარანი“, „ანთაძის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“, „ოქრო ღვინო“, „იაგოს ღვინო“ და „კორტავების მარანი“.

ქვევრის ღვინო წარდგენილი იყო ტულუზაში და ლიონში გამართულ სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე, ხოლო ანჟესა (Les Penitentes) და სომურში (La Dive Bouteille) - ტრადიციულ გამოფენებზე, სადაც ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეექვსედ მონაწილეობდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას არა მხოლოდ ამ ქვეყანაში.

„ქვევრის ღვინო საქართველოდან ყველა მიმართულებით გადის, თუმცა ის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ღვინის ტრადიციულ მომხმარებელ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მთლიან ექსპორტში ქვევრის ღვინის წილი დიდი არაა, ეს მაინც გამორჩეული ღვინოა და მას ყველა იცნობს, ვინც იცის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა და ისტორია. ქვევრის ღვინო ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, იმისთვის რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი გახდეს. საფრანგეთში ღვინის წარდგენით ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე” - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში ზემოთ აღნიშნულმა გამოფენებმა და სხვადასხვა დეგუსტაციებმა მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

როგორც გამოფენის მონაწილე საქართველოდან, მეღვინე იაგო ბიტარიშვილი აღნიშნავს, ტრადიციულად ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი წლევანდელ გამოფენებზეც დიდი იყო.

„ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი წელს კიდევ უფრო დიდი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტულუზაში და ლიონში გამართული დეგუსტაციები. საფრანგეთის ამ სამხრეთ ნაწილში ქვევრის ღვინო წარმატებით იყიდება და ეს დეგუსტაციები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ღვინის ცნობადობის გაზრდას. ქვევრის ღვინისადმი ასეთივე დიდი ინტერესი იყო გამოფენებზე (Les Penitentes, La Dive Bouteille), სადაც ამ პერიოდში თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, იმპორტიორები, მწერლები, გაფორმდა ახალი კონტრაქტები “ - აღნიშნა ბიტარიშვილმა.

იაგო ბიტარიშვილის თქმით, გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა საფრანგეთიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან, ქართული ღვინის მიმართ ინტერესიდან გამომდინარე, სურვილი გამოთქვეს საქართველოს ეწვიონ „ახალი ღვინის ფესტივალზე“, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. გ

ამოფენების პარალელურად ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ ფრანგ კოლეგებს.

"La Dive Boutteille” და „Les Penitentes” საფრანგეთში ითვლება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობით იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარიზაცია, რაც შესაბამისად ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების ზრდას იწვევს.

მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში როგორიც საფრანგეთია, 2016 წელს საქართველოდან 36 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო იმპორტირებული, 2017 წლის იანვარში კი უკვე 13 ათას ბოთლამდე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი