2018 წელს დაბრუნდება იმდენი გადაცემა, რამდენის დაფინანსებასაც მაუწყებელი შეძლებს - ვასილ მაღლაფერიძე

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 21:01

2018 წელს, როდესაც ახალი სამაუწყებლო ბადე იქნება შემუშავებული, დაბრუნდება იმდენი გადაცემა, რამდენის დაფინანსებასაც მაუწყებელი იმ დროისთვის შეძლებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ახალი გადაცემები დაბრუნდება იმ პრინციპით, დირექტორს რომ უნდა და რომელიმე თანამშრომელს კი არა, ან ვიღაცამ ზარი განახორციელა, ეს დაბრუნდება გამჭვირვალობის, კონკურსის პრინციპით. დაბრუნდება იმდენი გადაცემა, რამდენის ზიდვაც შეეძლება საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ დროისთვის. 2018 წლიდან ეტაპობრივად დავიწყებთ ამ გადაცემების შემოყვანას. დღეს ასეთი პრაქტიკაა, რომ გადაცემები ჩაეშვება და ის არ არის უზურნველყოფილი კამერით, „პეტლიჩკით“ და ფაქტობრივად, ეთერში სერვერები ფეთქდება, გადაცემა ვერ გადის. ეს აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკაა. რამდენი გადაცემა დაბრუნდება და როგორ, დამოკიდებული იქნება იმ ფინანსურ შესაძლებლობაზე, რაც ექნება საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ მომენტისთვის“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5