თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 19:28

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომას დაესწრნენ.

სხდომის მიზანი ნატოს მხარისთვის თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შეფასება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი იყო.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველი მოადგილე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

ალიანსის წევრებმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58