ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი აფხაზეთში პატიმრობაში მყოფ გიორგი ლუკავას მეუღლეს შეხვდა

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 17:20

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი,საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლეს ლალი ბასარიას შეხვდა და საქმის დეტალებს პირადად გაეცნო.

დავით რაქვიაშვილი დაკავებულის ოჯახს თანადგომას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ჩართულ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ლუკავას საქმის გააქტიურებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობას დაპირდა.

უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ის პირადად გააცნობს პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5