თუ ვინმესგან მოვისმენ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ გადაცემები არ შევაჩეროთ, სიამოვნებით მოვისმენ - ვასილ მაღლაფერიძე

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 15:18

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღალფერიძის განცხადებით, ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის მიზნით მაუწყებელზე 2018 წლამდე დროებით შეჩერდა გადაცემები.

”საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს ამ ტელევიზიას. ამისთვის საჭიროა 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა“, - აცხადებს მაღლაფერიძე.

მაღლაფერიძის თქმით, ამორტიზებული შენობის გამო შექმნილია არასათანადო სამუშაო პირობები. მისივე განცხადებით, ამ პირობებში შეუძლებელია უსაფრთხოების და მათ შორის, სახანძრო ნორმების დაცვა.

„ის შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ექსპერტების შეფასებით, ტექნოლოგიურ ჩარევას ვერ უძლებს, შეუძლებელია რემონტის გაკეთება, შენობა ამორტიზებულია, ნგრევის პირასაა. თუ მოვისმენთ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ, ამ არსებულ თანხებში ყველაფრის ისევ ისე კეთება გავაგრძელოთ, როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასები, როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ პროექტს სიამოვნებით მოვუსმენდი", - აცხადებს მაღლაფერიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46