საპატრიარქო ილია მეორის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 16:09

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ კვლავ გერმანიაში რჩება.

როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და რომ პატრიარქი ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება,

"ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს სათანადო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევა. გამოკვლევის დამთავრების შემდეგ, სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე", - აცხადებს ცისანა შარტავა. 

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბერლინში სამკურნალოდ ხუთშაბათს გაემგზავრა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46