წარსულში დაშვებულ შეცდომებს მაუწყებლის თანამშრომლები არ უნდა შეეწირონ - ზვიად ავალიანი

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 13:14

 საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „არგუმენტების დროს“ წამყვანი ზვიად ავალიანი გენერალური დირექტორის და დირექტორთა საბჭოს მიერ წარმოდგენილ გეგმას გამოეხმაურა და გენერალურ დირექტორს ალტერნატიული იდეა შესთავაზა.

„ის, რომ მაუწყებელში არის ბევრი პრობლემა და ეს პრობლემები საჭიროებენ გადაწვეტას ფაქტია. მაგრამ წარსულში მომხდარი ფინანსური გადახარჯვების და გადაცდომების გამო არ უნდა ისჯებოდნენ მაუწყებლის რიგითი თანამშრომლები. უფრო სამართლიანია ვიფიქროთ სახსრების ალტერნატიულ წყაროებზე. არქივი არ არის მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრება. ეს არის მთელი საზოგადოების, ეროვნული საგანძური. არქივის გადარჩენა მაუწყებლის მიმდინარე ბიუჯეტით შესაძლოა არც არის რაციონალური. შესაძლოა ცალკე პროექტი უნდა გაკეთდეს ამისთვის და მთელმა საქართველომ მიიღოს ამაში მონაწილეობა“, -  აღნიშნული განცხადება „არგუმენტების დროს“ წამყვანმა ზვიად ავალიანმა მაუწყებელში გამართულ საგანგებო პრეს-კოფერენციაზე გააკეთა, სადაც მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმა წარმოადგინეს, სადაც საუბარია მაუწყებლში გადაცემების შეჩერებაზე და სახრების ოპტიმიზაციაზე

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61