რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ჩემი კორუფციაში გასვრა არ გამოვა - ნიკა გვარამია

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 12:15

რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ჩემი კორუფციაში გასვრა არ გამოვა, ამის მინიმალური გამოცდილებაც კი არ არსებობს ჩემს ბიოგრაფიაში, პირიქით, არსებობს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის, - აღნიშნულის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამართულ  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მადლობას ვერ მოვახსენებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ასეთი ყურადღებისთვის. ის დანაშაულია, რასაც ისინი ჩადიან,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერი დამონტაჟებულია, აღებულია მისი ხმა ბევრი სხვადასხვა, დაახლოებით 4-5 საუბრიდან. ნიკა გვარამიას განაცხადებით, ადეიშვილთან არ უსაუბრია მას ტელეფონით, დაახლოებით, ბოლო 2 წელია.

რაც შეეხება  საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის არასოდეს არ წარმოადგენდა მის ინტერესს, მას არ ჰქონია შეხება არც ტელეკომპანიასთან და არც მასთან. 

"მე გამამართლა სამმა ინსტანციამ. როგორც ჩანს, სახელმწიფო იქით წაიყვანს საქმეს, რომ მე ქრთამი მივეცი ახვლედიანს. ახვლედიანს ეს საქმე არ განუხილავს არც ერთ ინსტანციაში", - აცხადებს გვარამია.

ჩანაწერებთან დაკავშირებით გვარამია აცხადებს, რომ ეს არ არის მისი და ადეიშვილის საუბარი, აღებულია  მისი საუბრების კომბინაცია სხვადასხვა ადამიანებთან  და  "უმოწყალო მონტაჟი" უწოდა.

"მე ველოდები დღესაც და შემდეგ დღეებშიც მსგავსი სიბინძურეების და ტყუილის გავრცელებას ველოდები, მათ შორის პირადი ხასიათისას. ამაზე გაფრთხილებული ვარ სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისგან, რაც ჩემთვის მეათეხარისხოვანია და არაერთხელ დავადასტურე. მეგობრებო, მე არ გავიწევი, რაც გინდათ ის გამოაქვეყნეთ,“- განაცხადა გვარამიამ. 

ნიკა გვარამია გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ნაზღაიძესთან დაკავშირებით რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს უკავშირებს, რომელიც ქრთამს ეხება და "უტყუარად დადასტურებულია". 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46