ირმა ინაშვილი ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 12:57

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან შეხვედრა გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ აქტიურ ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ირმა ინაშვილმა სტუმარს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ელჩი დაინტერესდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და ფრაქციის ხედვით ამ საკითხზე.

„მე ელჩს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე თუ რა ინიციატივებით შედის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ საკონსტიტუციო კომისიაში, როგორია ჩვენი ხედვა ფარული მოსმენების კანონპროექტთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ასევე, საარჩევნო სისტემის რომელ მოდელს ვუჭერთ მხარს,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილეს და საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. ირმა ინაშვილმა ელჩს პარტია „საქართველოს პატრიოტების“ ეკონომიკური პროგრამა გააცნო.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტი ერთმანეთს საკანონმდებლო ინიციატივების ნაწილში გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ლიტვაში, საქართველოსა და ლიტვის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი დაიგეგმება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41