მარიხუანას მოხმარების გამო, ადამიანი აღარ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში - ლაშა კილაძე

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 12:14

არ უნდა გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ ლიბერალიზაციის ფონზე მოხდეს ნარკომანიის ეპიდემიად ქცევა, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ განაცხადა.

ლაშა კილაძის ინფორმაციით, ცვლილებები მარიხუანას ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პარლამენტს გაზაფხულის სესიაზე წარედგინება. როგორც „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, მომხმარებლის ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა აღარ იქნება.

“საუბარია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, სისხლის სამართლის სასჯელი თვისობრივად განსხვავდება ადმინისტრაციული სასჯელისგან, ესაა ერთმნიშვნელოვანი ლიბერალიზაციის ფორმა, მარიხუანას მოხმარების გამო, ადამიანი აღარ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. გამოინახება ოქროს შუალედი, რის მიხედვითაც სახელმწიფო იზრუნებს ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა ადამიანის უფლებები ამ ფონზე არ უნდა დაირღვეს”, – განაცხადა ლაშა კილაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე,

თუმცა იგი იმ რისკებზეც საუბრობს, რაც შესაძლოა, ლეგალიზებას მოჰყვეს.

“ამ საკითხში ყველა უნდა ჩაერთოს, უნდა დაიწყოს ფართო და ძლიერი კამპანია, რაც დაუკავშირდება პრევენციას, უნდა მოხდეს მოსახლეობის სრული ინფორმირება, თუ რასთან არის დაკავშირებული ნარკომანია. ერთი მხრივ, ლიბერალიზაცია არის ჰუმანური მიდგომა, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული, თუ რას უკავშირდება ნარკომანია”, – განაცხადა ლაშა კილაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42