"თავისუფალი საქართველო" ზაზა ხატიაშვილს სოლიდარობას უცხადებს

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 12:38

"თავისუფალი საქართველო" ზაზა ხატიაშვილს სოლიდარობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს.

"2012 წლიდან და განსაკუთრებით ბოლო დღეებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის - ზაზა ხატიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბინძური ცილისწამებისა და შეურაცხყოფის უმაგალითო კამპანია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით უშუალოდ წარმართავენ: სუს, მის მიერ დაქირავებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აგენტურული სტრუქტურები.

განსაკუთრებით ამორალურია ზაზა ხატიაშვილის დადანაშაულება ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში: სწორედ ზაზა ხატიაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადვოკატი , რომელიც მუდმივად უპირისპირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს მისი არსებობის 9 წლის მანძილზე, სწორედ მაშინ როცა ქართული ოცნების დღევანდელი დეპუტატები ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერით უპირისპირდებოდნენ მას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში.

ასევე შევახსენებთ 2012 წლის შემდეგ გაქოცებულ ყოფილ ნაცებს, რომ სწორედ ზაზა ხატიაშვილი ჩაუდგა სათავეში კოაბიტაციის ყველაზე მახინჯი გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლას, როდესაც ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე მოსამართლეები და პროკურორები (მურუსიძე, ცერცვაძე, მიქაუტაძე, შოთაძე და სხვ) ივანიშვილის რეჟიმმა უმაღლეს თანამდებობებზე გაამწესა.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლების დესტრუქციული დამოკიდებულება ადვოკატთა კორპუსის მიმართ (რომელიც ერთ-ერეთი ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც მმართველი პარტია ვერ აკონტროლებს), კარგად წარმოაჩენს მმართველი პარტიის ავტორიტარულ და ანტიდემოკრატიულ ხასიათს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი