შსს-ს აკადემიაში საფრანგეთის პოლიციის ატაშემ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა

ორშაბათი, 06 თებერვალი, 2017 - 11:28

შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშემ, ბრუნო ბალდუკმა აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე, შსს-ს თანამშრომლებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.

ბრუნო ბალდუკი მსმენელებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის, ამ მიმართულებით საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის პრინციპებზე და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კონტროლის მექანიზმებზე ესაუბრა.

საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საფრანგეთის პოლიციის ატაშემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. შსს-ს აკადემიის ახალი პროექტის ფარგლებში, აკადემიის სტუდენტებს სამართლის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეები, აკადემიური წრეების წარმომადგენელები და კვალიფიციური იურისტები საჯარო ლექციებს უკითხავენ.

პროექტის მიზანია სტუდენტების მოტივირება და საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიურად ჩართვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41