რეგიონული სასწრაფოს ადმინისტრაციული თანამშრომლები პირველად დახმარებაში გადამზადდნენ

, 05 თებერვალი, 2017 - 15:34

 რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული თანამშრომლები პირველად დახმარებაში გადამზადდნენ. ინტენსიური სასწავლო კურსი სხვადასხვა დაზიანებისას გადაუდებელი დახმარების საკითხებს მოიცავდა.

თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის მანიპულაციები მულაჟის მაგალითზე იყო ნაჩვენები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე სიმულაციურ ვარჯიშებში ჩართულიყვნენ.

ტრენინგის ფარგლებში რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულმა თანამშრომლებმა გულ-ფილტვის რეანიმაცია, ნახვევის გაკეთება, სისხლდენის შესაჩერებლად იმპროვიზებული ლახტის შექმნა, მოტეხილი კიდურის დაფიქსირება, ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება და სხვა პირველადი დახმარების საკითხები შეისწავლეს.

ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჩატარდა და სამედიცინო განათლების არმქონე პირთა პირველად დახმარებაში მომზადებას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43