მარინ ლე პენის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი ნატოს და ევროკავშირს დატოვებს

, 05 თებერვალი, 2017 - 13:39

პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი, იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩევენ, ქვეყანას ნატო-ს დაატოვებინებს, ხოლო ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმს გამართავს.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი.

 მარინ ლე პენის საარჩევნო პროგრამა 144 პუნქტს შეიცავს. როგორც პროგრამაშია ნათქვამი,  ევროპა უნდა შედგებოდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან, რომლებიც საკუთარი ხალხის სამსახურში იქნებიან.

რაც შეეხება ქვეყნის ნატოს წევრობას, ლე პენი  ორგანიზაციას ქვეყანა დატოვებს, რათა  საფრანგეთი არ აღმოჩნდეს  ომში ჩართული, "რომელიც  მის ინტერესებში არ შედის".

ამას გარდა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მარინ ლე პენი გეგმავს სამხედრო ხარჯებისა და მშპ-ის გაზრდას, სრულფასოვანი სამხედრო მრეწველობის შექმნას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საფრანგეთის სტრატეგიული დამოუკიდებლობა.

ლე პენი ასევე, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ტერორიზმის აღმოფხვრის დაპირებას იძლევა. გეგმავს საფრანგეთში რადიკალური ისლამისტების ყველა ორგანიზაციისა და  მეჩეთის დახურვას, სადაც ექსტრემიზმის ქადაგება  ხდება. რაც შეეხება არაკონტროლირებად მიგრაციას, ლე პენის თქმით, ამას ბოლო უნდა მოეღოს. 

პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს ეროვნული ასამბლეისა და სენატორების რაოდენობის შემცირებას სთავაზობს, სანაცვლოდ აქცენტი სოციალურ საკითხებზე გაკეთდება.

მარინ ლე პენი  საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატად  კონსერვატიული პარტია "ეროვნულმა ფრონტმა" წარადგინა. გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო რბოლაში სამი კანდიდატი ლიდერობს:  მარინ ლე პენი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი  და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46