ზაზა ხატიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას ათდღიანი ვადა მისცა

შაბათი, 04 თებერვალი, 2017 - 20:31

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად  დაზარალებული მოვაჭრეების პრობლემების მოსაგვარებლად ათდღიანი ვადა მისცა. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ამის გამო ვინმესთან ალიანსში დაადანაშაულონ.

"მივმართავ ივანიშვილს და გომელაურს! დიდი დრო არ მალოდინოთ, დღეს, დაუყოვნებლივ, გამოაქვეყნეთ ჩემი მიმოწერა პოლიტიკოსებთან, რომ ვინმესთან ალიანსის გამო ჩავატარე აქცია. დარწმუნებული ვარ, მომზადებული გექნებათ ფაბრიკაციები. იმედია, გაითვალისწინებთ ჩემს თხოვნას და დიდი ხანი არ მალოდინებთ", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ზაზა ხატიაშვილი იმ ადამიანებსაც მიმართავს, რომლებიც მას დაუპირისპირდნენ.

"გადავწყვიტე დავეხმარო საცოდავ დაზარალებულებს, რათა მიიღონ კომპენსაციები, რის გამოც დამიპირისპირდა ხელისუფლება თავისი აგენტური ქსელით. მეგობრებო! ფაშისტური გერმანიის დროს, ის ხალხი, ვინც ეგუეებოდა უნამუსობას, ბოდიში მოუხადეს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ იყვნენ გაჩუმებულები. ხელისუფლების აგენტური ქსელი მლანძღავს დაზარალებული ადამიანების დახმარების გამო, თქვენ კი, ჩემი ფეისბუქის მეგობრები სეირის ყურებით ტკბებით", - აცხადებს ხატიაშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ  „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან ერთად  გამაფრთხილებელი აქცია კანცელარიასთან და ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45