ავსტრიასა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მინიართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება

შაბათი, 04 თებერვალი, 2017 - 12:28

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ავსტრიასა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს, რაც მჭიდრო თანამშრომლობის კარგ საფუძველს წარმოადგენს.

ავსტრია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ხაზგასასმელია ის დახმარება, რაც ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ საქართველოში აგრარული დარგის განვითარების კუთხით იქნა გაწეული. კერძოდ: ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის განხორციელების, კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პროფესიული ტრენინგებისა და გადამზადების, ასევე სხვა მიმართულებებით.

ლევან დავითაშვილმა პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო. საუბრისას მინისტრმა ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სოფლის განვითარების სტარტეგიაზე გაამახვილა. პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალმა დაადასტურა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობა და გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, ქართულ მხარესთან არაერთი მიმართულებით, მათ შორის სურსათის უვნებლობის, მეტეოროლოგიური და ეკოსისტემის, დისტრიბუციისა და მცირემიწიან ფერმერთა გადამზადების კუთხით, ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება. ყალიბდება შესაბამისი სტრატეგიული ხედვები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ავტრიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას.

სოფლის მეურეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57