უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტი მოხდა გუშინ საქართველოსთვის, რომელიც დარტყმაა ჩვენი მტრებისთვის - გოგა ხაინდრავა

პარასკევი, 03 თებერვალი, 2017 - 16:42

რაც გუშინ მოხდა არის ისტორიული ხვედრი მთელი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავამ დიდ წარმატებად შეაფასა ვიზალიბერალიზაციის საკითხის საქართველოსთვის დადებითად გადაწყვეტა და აღნიშნა, რომ მომხდარმა შეაწუხა, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით მყოფი არაკეთილმოსურნეები.

„ის, რაც გუშინ მოხდა არის ისტორიული მოვლენა და უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტი მთელი საქართველოსთვის, რამაც შეაწუხე ჩვენი ქვეყნის მტრები, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მე მინდა მივულოცო მთელს საქართველოს ეს დიდი წარმატება. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიმართ არაკეთილად განწყობილი ძალა უფრო მეტად გაღიაზიანდება, მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარი ისაა, რომ ამას მიაღწია ხელისუფლებამ,   ქვეყანამ და საზოგადოებამ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5