სააკაშვილის გამოსვლებს გამოძიება არ სჭირდება, თვითაღიარებების კასკადია - გოგა ხაინდრავა

პარასკევი, 03 თებერვალი, 2017 - 18:35

სააკაშვილის გამოსვლებს გამოძიება არ სჭირდება, თვითაღიარებების კასკადია - აიღეთ სააკაშვილის გამოსვლები და არანაირი გამოძიება მაგის საქმეს არ უნდა, ეს არის თვითაღიარებების კასკადი, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის თემაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

ხაინდრავას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიის ყოფილი წევრების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისინი სააკაშვილ-საყვარელიძის საუბარში წარმოდგენილ სქემას მისდევენ და მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე ხმაურიან განცხადებებს აკეთებენ.

„საიდან იცოდნენ უგულავამ ბაქრაძემ, მელიამ და გვარამიამ რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, არც ამ მოსამართლეებს არ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადება და მათ მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადებაშიც სულ სხვა მოტივზეა საუბარი. თავად ტყუილზე დგანან სიცრუეს ლაპარაკობენ. დღეს ძალა არ აქვთ და უტუფრობას მიმართავენ. ჩემდა სამწუხაროდ ქართული პრესა ამ ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებს. დღეს პრესკონფერენციაზე არავინ არ ჰკითხა მას საიდან ჰქონდა მას ის ინფორმაცია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა?! მოსამართლეებმა გითხრეს? რაიმე ტიპის განცხადება გავრცელდა?! - ეს არავინ არ ჰკითხა მან. იგივე უნდა გვეკითხა ბაქარაძისთვის, მელიასთვის და დანარჩენებისთვის. ვამბობ, რომ ბუნებაში მსგავსი არაფერი არ არსებობს, ეს დაადასტურა იმან, რომ მოსამართლეები უარს ამბობენ განცხადებაზე, სასამართლო კოლეგიამ არაფერი არ იცის ამის შესახებ. ერთადერთი წყარო, სადაც ამ თემაზე იყო საუბარი, ეს არის სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის საუბრი, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია. მხოლოდ და მხოლოდ იმ საუბარშია ლაპარაკი იმ სქემაზე რა სქემაც წარმოგვიდგინეს დღეს მელიამ, ბაქრაძემ უგულავამ და გვარამიამ. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება საჯაროდ და პროკურატურისთვისაც მითქვამს: აიღეთ სააკაშვილის გამოსვლები და არანაირი გამოძიება მაგის საქმეს არ უნდა, ეს არის თვითაღიარებების კასკადი. იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც. დღეს რაც განცხადებებიც ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დადასტურდა რომ ის სქემა ამუშავდა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51