თურქმენეთის საელჩოში ქართული მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა

პარასკევი, 03 თებერვალი, 2017 - 20:11

თურქმენეთის საელჩოში ქართული მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენდა, რომელიც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს „მეჯლისის“ გადაწყვეტილებით 2017 წლის 12 თებერვალს გაიმართება.

თურქმენეთის ელჩმა დოვლეთმურად მურატოვმა  წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პროცესი შეიძლება დახასიათდეს, როგორ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და თანასწორი, დაცულია დემოკრატიის პირობა.

როგორც ელჩმა განაცხადა, დღეის მონაცემებით, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით  უკვე აკრედიტებულია 50-ზე მეტი ორგანიზაცია, დსთ-ს ქვეყნებიდან, მეზობელი სახელმწიფოებიდან, ასევე პარლამენტთაშორისი ასამბლეის წარმომადგენლები და ეუთოს სადამკვირვებლო მისია.

ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, თურქმენეთის ტერიტორიაზე 2582 საარჩევნო უბანი გაიხსნება, საზღვარგარეთ არსებულ  დიპლომატიურ მისიებში კი 30 უბანი იქნება მოწყობილი.

ბრიფინგს ესწრებოდა მედიაჰოლდინგი „ახალი საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ბადრი ნაჭყებია, რომელმაც შეკითხვით მიმართა ელჩს.

„მე მომსწრე ვარ იმისა, თუ როგორი სიყვარულით პატივისცემით სარგებლობს თურქმენეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი  თავის ხალხს შორის. რით ახსნიდით პრეზიდენტის ასეთ პოპულარობას?“, რაზეც ელჩმა უპასუხა, რომ მთავარი მიზეზი ამ საერთო სახალხო სიყვარულისა მოქმედი პრეზიდენტისადმი იმ ახალი ტიპის პოლიტიკის წარმოებაშია, იმ პროგრესული ტოტალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური ხასიათის რეფორმების გატარებაშია, "რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ „სახელმწიფო ხალხისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

დასასრულს, თურქმენეთის ელჩმა ბრიფინგის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა  და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი თურქმენეთში, რომელიც სხვადასხვა პარტიის კანდიდათა მონაწილეობით მიმდინარეობს, აკმაყოფილებს და ითვალისწინებს საერთაშორისო დონეს და დემოკრატიულ სტანდარტებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57