N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის ხელოვნების კურსი დასრულდა

პარასკევი, 03 თებერვალი, 2017 - 15:49

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დასრულდა, რომლის ფარგლებში, 19 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას დაეუფლა.

კულინარიის ექვსთვიანი კურსი ამერიკის საელჩოსა და აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსი" განახორციელა. კურსის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, INL-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ და მსჯავრდებულებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა ამერიკის საელჩოსა და INL-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

„უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაცია წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ პროფესიის დაუფლება გათავისუფლების შემდეგ მათ დასაქმებას უადვილებს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს განმეორებითი დანაშაულის რიცხვს. კულინარიის კურსები ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის 20-მდე მსჯავრდებულმა წარმატების გაიარა“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთაბეული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, მსგავსი სასწავლო კურსების მთავარ მიზანს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. „მოხარული ვართ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მონაწილეობა მივიღეთ ამ პროგრამის განხორციელებაში. პროგრამა მსჯავრდებულებს დაწესებულების გარეთ ცხოვრებისათვის ამზადებს, უვითარებს ახალ უნარ-ჩვევებს და ეხმარება ანაზღაურებადი სამსახურის მოძიებაში. შესანიშნავი პროექტია და აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას სამინისტროსთან“, - აღნიშნა ნიკოლას ბერლინერმა.

კულინარიის კურსს ცნობილი მზარეული მანუელი უძღვებოდა, რომელმაც მსჯავრდებულებს სხვადასხვა კერძის მომზადება, სამზარეულოში მუშაობის უნარ- ჩვევები და სპეციფიკა შეასწავლა. კურსის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სწავლების პროცესი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ სპეციალური სივრცეში მიმდინარეობდა, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ის მხარდაჭერით, სამზარეულოს უახლესი ინვენტარით და ტექნიკითაა აღჭურვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55