შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა

პარასკევი, 03 თებერვალი, 2017 - 12:32

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად – გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.

კახა სამხარაძე, 2014-2015 წლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს, ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის პროექტში, ასევე, იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი.

შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

კახა სამხარაძემ იოსებ ოქრომელიძე შეცვალა, რომელიც დღემდე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45