5 წლის განმავლობაში, ყველა დევნილი ბინით დაკმაყოფილდება - გია გვაზავა

პარასკევი, 03 თებერვალი, 2017 - 12:21

დევნილები რომელთაც ბინა გადაეცათ, არ დარჩებიან უსახსროდ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გია გვაზავას ინფორმაციით, 4 – 5 წლის განმავლობაში, ყველა დევნილი ბინით დაკმაყოფილდება. გვაზავამ ასევე განმარტა, რომ დევნილები უსახსროდ არ დარჩებიან.

„ლაპარაკი იყო რამდნიმე ვარიანტზე, მაგალითად, ვისაც ბინა ჰქონდა, შემწეობები შეჩერებულიყო. მთავარია, ამ ადამიანებს გადაეცეთ საცხოვრებელი, რადგან იყო წინა ხელისუფლების დროს შემთხვევები, როცა ადამიანმა ამისთვის თავი დაიწვა. დღეს. საბედნიეროდ. ეს არ ხდება. მოვნახეთ რაღაც გამოსავალი ისეთი, რომ არავინ არ დაზარალდეს. დევნილების შემწეობებთან დაკავშირებით, შეხვედრა გავმართეთ ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელთან და საკითხი მათთვის სასიკეთოდ გადაწყდება. 45-ლარიანი შემწეობის მოხსნა ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახელმწიფომ ბინა გადასცა. აქ ჩაერთვებიან სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურები და საკითხები გადაწყდება ისე, როგორც ყველა შეჯერდება“, -განაცხადა გია გვაზავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46