მიმდინარეობს ანგარიშსწორება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებთან - ნიკა გვარამია

პარასკევი, 03 თებერვალი, 2017 - 12:17

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, შეწყვიტოს მოსამართლეებზე ზეწოლა და მათი განცხადებები გაასაჯაროოს, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კითხვებიც აქვს, თუ რატომ არ გაასაჯაროვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიერ მათზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებული ინფორმაცია პროკურატურაში გადაგზავნამდე.

გვარამიას შეფასებით, ნინო გვენეტაძე არის არა მოსამართლეების, არამედ სახელმწიფოს მოკავშირე მოსამართლეების წინააღმდეგ.

„გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოიქცა ის ისე, როგორც მოიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს კითხვა რიტორიკულია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე, იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ. მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ მათ ან გაეტანათ განცხადება ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები. დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე. ან ის ადამიანები რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ მედიისა და სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებზეც ისაუბრა.

"თავისუფალი მედია და თავისუფალი სასამართლო არის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ყოფნა არ ყოფნის წინაშე. რუსთავი 2 დღეს თავისი ბრძოლით აპირებს, რომ ორივე ინსტიტუცია გადაარჩინოს, როგორც თავისუფალი სიტყვა, ასევე, თავისუფალი სასამართლო. ეს არის ისტორიული ამოცანა, რომელიც მოხდა ისე, რომ ჩვენზე გადის ეს გზა, ამიტომ ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და ვაპირებთ, რომ ამ ისტორიულ ამოცანას გავუმკლავდეთ," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

გვარამია სახელმწიფოს დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებს, ორკესტრირებულ საქმიანობად აფასებს, სადაც ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში პრაქტიკულად ყველა მისი შტოა ჩართული.

"ამას ჰყავს ერთ ხელმძღვანელი და ეს ხელმძღვანელი არის ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი სახელისუფლებო შტო, რომელიც ამაში ჩართული არ არის, საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც ყველაფერთან ერთად არის მოსამართლეების დამოუკიდებლობის და კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელების, ასევე სიტყვის თავისუფლების გარანტი, ჩვენ ვთხოვთ მას, რომ ღრმად შეისწავლოს ეს საქმე", - აცხადებს ნიკა გვარამია და საქართველოს პროკურატურას მიმართავს, გამოქვეყნდეს განცხადების შინაარსი და შეწყდეს ზეწოლა მოსამართლეებზე,

"ეს ზეწოლა არის ძალიან ფართომასშტაბიანი, იმიტომ, რომ მიმდინარეობს ანგარიშსწორება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებთან,“ - აცხადებს გვარამია.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართვის საფუძველზე, რომელიც მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტებს ეხება, 14 იანვარს დაიწყო. საუბარია მოსამართლე ალავიძესა და ქათამაძეზე, რომლებიც უზენაეს სასამართლოში წარმოებულ „რუსთავი 2“-ის საქმესთან არიან კავშირში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი