პროკურატურა მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2017 - 21:41

საქართველოს მთავარი პროკურატურა  მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2017 წლის 14 იანვარს, დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე,

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

ხსენებული მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებებში, რომლებიც მოსამართლეებმა წარმოადგინეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იკვეთებოდა მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები. შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისთანავე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება განცხადებაში მოყვანილი გარემოებების შესწავლის მიზნით.

ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები. გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. გამოძიების სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე პროკურატურა ვერ ისაუბრებს. გამოძიების ფარგლებში საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55