შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

პარასკევი, 03 თებერვალი, 2017 - 11:35

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი - ნიკა გელაშვილი წარუდგინა.

გიორგი მღებრიშვილმა ნიკა გელაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

„მომსახურების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული დანაყოფია, რომელიც აგერ უკვე მრავალი წელია, ხარისხიან მომსახურებას უწევს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. თუმცა, ნებისმიერ სისტემას სჭირდება განახლება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თანამდებობას კარგად გაართმევთ თავს და საზოგადოებას ბევრ სიახლეს შესთავაზებთ. მინდა აღვნიშნო, რომ 2017 წელი მომსახურების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება. წელს ამოქმედდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქში გატანის პროექტი, რომელიც ძალიან ფრთხილ მიდგომას და დიდ შრომას მოითხოვს. უნდა გაითვალისწინოთ და გათვალოთ ყველა ნიუანსი, მოსალოდნელი რისკები და შედეგები. მე, ჩემი მხრივ, სრულ მხარდაჭერას აღგითქვამთ,“ - მიმართა ნიკა გელაშვილს გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ყოფილ დირექტორს, სასაზღვრო პოლიციის უფროსს - დათო ნიკოლეიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46