საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლას. არ იმსახურებს მათი მთავრობა - იაცეკ სარიუშ-ვოლსკი

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2017 - 19:11

პოლონელი დიპლომატი, პოლიტიკოსი და ევროპის პარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ.

„საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლას. არ იმსახურებს მათი მთავრობა, რადგან კვლავ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ახორციელებს  ზეწოლას ისეთ თავისუფალ მედიაზე, როგორიც რუსთავი 2-ია. ვიღებთ არასწორ სიგნალებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ითქვა, რომ არ აპირებენ ნატოს სამიტში მონაწილეობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო მოქმედი ხელისუფლების პირობებში რუსეთის გავლენის სფეროს უახლოვდება. საქართველოს მოქალაქეებმა ეს არ უნდა დაუშვან და მთავრობას მოსთხოვონ დაპირებული პროევროპული კურსი გააგრძელოს,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა  დღეს 553 ხმით  დაუჭირა მხარი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46