სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2017 - 12:14

2 თებერვლიდან „მანი“-ს ახალი ავტობუსები N37 მარშრუტზე იმოძრავებს. სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის.

ახალი ავტობუსების პრეზენტაციას, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის'' გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნულ მარშრუტზე აღდგება ღამის რეისებიც. 23 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 30-წუთიანი ინტერვალით სამი ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური დღე-ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული, 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ემსახურება როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე, ტურისტებს. მალე, დედაქალაქის ვიზიტორები, აეროპორტის ტერიტორიაზე, შეძლებენ „მეტრომანის“ ბარათების შეძენას, რომლის საშუალებითაც ისინი მგზავრობის საფასურს გადაიხდიან და ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

N37-დან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის „ბოგდანები“ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება. შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს.

როგორც ცნობილია, N51 და 61 მარშრუტებზე ჯამში 25 „მანის“ ავტობუსი დადის. ეკოლოგიური-CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება.

სულ თბილისი 143 „მანის“ ავტობუსს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი