საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება გაითვალისწინა

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2017 - 13:46

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 დეკემბერს გაგზავნილი წინადადებები და არასრულწლოვნების სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთი შემთხვევა, 15 წლის გოგონას მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს და მის ადრეულ ქორწინებას უკავშირდება.

სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული შემთხვევის შესწავლა ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც 15 წლის თ.კ. ადრეულ ასაკში დაქორწინდა. საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა მშობლების მხრიდან უგულებელყოფა, ამასთან, გოგონას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის რისკის არსებობა.

სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებმა არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო უფლებადარღვევის საქმე ამ შემთხვევაშიც ფორმალურად შეისწავლეს და არ გაატარეს ძალადობის იდენტიფიცირების და არასრულწლოვანის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის უზრუნველსაყოფი ღონისძიებები.

ასევე, გამოძიება დაიწყო სავარაუდო ტრეფიკინგის შემთხვევაზე, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა გოგონა არასრულწლოვანი ასაკიდან ცხოვრობდა არა ბიოლოგიურად ნათესავ ოჯახში, სადაც მას უწევდა საოჯახო საქმიანობის შესრულება ამასთან, სავარაუდოდ იყო სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ჩარევამდე შსს ტერიტორიულ ორგანოში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ზედაპირულად შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და ყურადღების მიღმა დარჩათ სავარაუდო ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტებზე მიმანიშნებელი ინფორმაცია.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ დროულ რეაგირებას, რაც ერთის მხრივ აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირებაა, ხოლო მეორე მხრივ მსგავსი დანაშაულების პრევენციას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5