2 თებერვალი - ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2017 - 12:18

ჭარბტენიანი ტერიტორიები ეკოლოგიური ფუნქციებით და სასიცოცხლო მნიშვნელობით გამოირჩევა, დიდ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებასა და ადაპტაციაში.

ჭარბტენიანი ტერიტორია ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის კუთხითაც, რადგან სოფლის მეურნეობა ჭარბი წყლის მოხმარებას საჭიროებს. სწორედ ასეთ ტერიტორიებს აქვს რესურსი, შეინარჩუნოს ეკოლოგიური ხასიათი. საქართველოში არაერთი ჭარბტენიანი ტერიტორიაა, რომელიც არეგულირებს წყლის რეჟიმსა და ბიომრავალფეროვნების წყაროებს გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე,ასევე გააჩნია ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობაც.

საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია: კოლხეთის ჭაობები (მოიცავს იმნათის, ნაბადას, ჭურის ჭაობებს, პალიასტომის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიებს) და ისპანის ჭაობი (მოიცავს ქობულეთის აღკვეთილსა და ნაკრძალს). 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს კონვენცია “საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ”. რამსარის კონვენცია ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ეკოსისტემას, განსაზღვრავს ეროვნულ ქმედებებს და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, ჭარბტენიანი ტერიტორიების რესურსების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად.

1971 წლის შემდეგ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46