საპარლამენტო დელეგაციის წევრები დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავენ

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2017 - 12:32

 საქართველოს დელეგაცია, ვესმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით, ლონდონში ვიზიტით იმყოფება, სადაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მიზანია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარებაა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია, გენერალური აუდიტორის მოადგილე დევი ვეფხვაძე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი თათია ხეთაგური და სხვები.

ვიზიტის ფარგლებში, გუშინ, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) თავმჯდომარესთან, ჯონათან ჯანოღლისთან და უცხოეთთან ურთიერთობის, საჯარო ანგარიშებისა და მართლმსაჯულების კომიტეტების წარმომადგენლებთან. დღეს, გაიმართება შეხვედრა ფინანსური ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენლებთან, ხვალ კი, დელეგაციის წევრები აუდიტის სამსახურის საქმიანობას და საჯარო ანგარიშების კომიტეტთან მის თანამშრომლობას გაეცნობიან.

საქართველოს დელეგაციის დიდ ბრიტანეთში ვიზიტი ხვალ დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39