„კვირას“ პრესკლუბში მოვაჭრეებსა და “ბავშვთა სამყაროს“ ხელმძღვანელობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2017 - 12:22

 „კვირას“ პრესკლუბში მოვაჭრეებსა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხელმძღვანელობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“ყოფილიყავი შენი წინამორბედის მსგავსი ხელმძღვანელი და ეს ამბავი არ მოხდებოდა“, – ამ სიტყვებით პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართული პრესკონფერენციის დროს სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” ხელმძღვანელს გიორგი მაჭავარიანს მიმართეს.

სიტყვიერ დაპირისპირებაში სხვა მოვაჭრეებიც ჩაერთვნენ და ჩხუბის ინიციატორს პროვოკატორი უწოდეს.

“ეს ქალი არანაირი აქციონერი არ არის ჩვეულებრივი პროვოკატორია, დღეს დაწყებული კამათის მიზეზიც სწორედ პროვოკაცია იყო, დააცადონ ხალხს დაანგრიონ და ააშენონ ახალი, რომ ჩავდგეთ ჩვეულ რეჟიმში“, -აცხადებდნენ „კვირას“ პრესკლუბში შეკრებილი მოვაჭრეები.“

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46