ბავშვთა სამყაროს შენობის დემონტაჟის ან რეკონსტრუქციის საკითხი დღეს გადაწყდება

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2017 - 11:57

სამხარაულის ექსპერტიზიდან დღეს გვექნება საბოლოო დასკვნა, შენობის დემონტაჟი უნდა მოხდეს თუ რეკონსტრუქცია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ იურისტმა, სოფიო დეკანოზიშვილმა განაცხადა.

იურისტის ინფორმაციით, შესაძლოა, შენობის დემონტაჟი დღეს დაიწყოს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ელოდებიან.

„შენობა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოვიდნენ სპეციალისტები და დასკვნას დღეს ველოდებით. შესაძლოა, შენობის დემონტაჟი მოხდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დასკვნის დადების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, არაა შერჩეული არც ის ფირმა, რომელიც დემონტაჟის სამუშაოებს შეასრულებს.“-განაცხადა სოფიო დეკანოზიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანვე განმარტა, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს შენობა დაზღვეული არ იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ცენტრის ხელმძღვანელობას სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ ეს ხელშეკრულება 2015 წლის აპრილის თვეში დაიდო და ხელმისაწვდომია ყველა აქციონერისთვის, ვინც დაინტერესდება ამ საკითხით, შეუძლია თავად გაეცნოს ყველა დოკუმენტს“, – განაცხადა სოფიო დეკანოზიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5