გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მაქსიმუმ 15 მარტამდე - მარია გაბრიელი

ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2017 - 12:04

 ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელაგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელს, მარია გაბრიელს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარია გაბრიელს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„1 ან 2 მარტს ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის მოხდება საბოლოო შეთანხება-ხელმოწერა. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მაქსიმუმ 15 მარტამდე, შესაძლოა უფრო ადრეც კი და 20 დღეში ძალაში შევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა. მე ბოლო წუთამდე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ შედეგი დადგეს მალე. ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა მარია გაბრიელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრებთან ერთად, ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45