„ლიტვური საცხობის“ პურის „სვეიკატას“ გამოყენება დიაბეტით დაავადებულთათვის შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით

ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 19:56

„ლიტვური საცხობის“ მიერ წარმოებულ ჭვავის პურს „სვეიკატას“ დიეტურის სტატუსი სათანადო ლაბორატორიული კვლევების გავლის შედეგად მიენიჭა. შესაბამის განცხადება, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ქეთი დადიანმა გააკეთა და პროცედურები განმარტა.

 „მე შემიძლია გითხრათ, როგორც საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტმა, სამინისტროს მხრიდან მომემართა შესაბამისი წერილით, შემესწავლა ამ პურის ქიმიური შემადგენლობა, ენერგეტიკული ღირებულება და ის მახასიათებლები, რომელიც საფუძველს მოგვცემდა, გადაგვეწყვიტა საკითხი იმის თაობაზე, შეგვეძლო თუ არა აღნიშნული პროდუქციის ეტიკეტზე დაგვეტანა ტერმინები „დიეტური“ ან „დიაბეტური“, რაც დღეისთვის საქართველოს კანონმდებლობით წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის სამინისტროს პრეროგატივას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მეწარმემ წარმოადგინა ჩვენთან დოკუმენტაცია აღნიშნულ პროდუქციასთან დაკავშირებით და ჩვენ ვთხოვეთ, რომ მას წარმოედგინა ნიმუშები, რომლის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელიც აკრედიტირებულია iso 17-025 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამ პროდუქციის კვლევა, ასევე დოკუმენტის ანალიზი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკვლეული იქნა ამ პროდუქციის კვებითი ღირებულება, აქ მე წარმოდგენილი მაქვს ლაბორატორიული გამოცდის დასკვნები, ოქმები ამ პროდუქციის ქიმიური შემადგენლობის თაობაზე. ამ ლაბორატორიული კვლევის ოქმებზე დაყრდნობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ „სვეიკატას“ შესაძლებელი იყო მისცემოდა უფლება დაეტანა ეტიკეტზე „დიეტური“ და თან „დიაბეტური“, თუმცა ჩვენ მივეცით რეკომენდაცია ბიზნესოპერატორს, რომ მას “დიეტურის” დატანის უფლება მისცემოდა მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ეტიკეტზე მითითებული ყოფილიყო ევროკომისიის 19/99/ 23 დირექტივის შესაბამისად, რომ აღნიშნული პურის გამოყენება დიაბეტით დაავადებულ პირთათვის შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით“, – განაცხადა ქეთი დადიანმა.

„ლიტვური საცხობის“ მიერ პურის ღებვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დღეს „კვირას“ პრესკლუბში საქართველოში შპს „ლიტვური საცხობის” დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა არუნას მეშკაუსკასმა ლიტვის ელჩთან და ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილესთან ერთად გამართა.

„ლიტვური საცხობის“ დირექტორი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი კომპანია ნატურალურ პროდუქტს აწარმოებს. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39