ირაკლი კობახიძე ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა

ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 18:09

 ბრიუსელში ხვალ საქართველოსთვის ისტორიული მოვლენა გაიმართება და დარწმუნებული ვართ ევროპული პარლამენტი ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრისას დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს,  - განაცხადა ევროპარლამენტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტ, სერგეი სტანიშევთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ხვალ დაგეგმილი კენჭისყრის მნიშვნელობა და ქვეყანაში ეკონომიკური დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს.

„ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან სხვადასხვა თემაზე საინტერესო დისკუსია გავმართეთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა შევეხეთ იმ მოვლენას, რომელიც ჩვენთვის ისტორიული მოვლენაა. ხვალ კენჭი უნდა ეყაროს საკითხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თვითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის და ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ხელისუფლების მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი ხვალ წარმატებით დასრულდება და ევროპული პარლამენტი საკითხის კენჭისყრისას დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ევროპის სოციალისტების ლიდერთან შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებს და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში გასატარებელ ღონისძიებებსაც შეეხო.

ირაკლი კობახიძემ ევროპის სოციალისტურ პარტიას და პირადად მის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პარტია ვიზა ლიბერალიზაციის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გამოხატავს.

სერგეი სტანიშევმა შეხვედრის დასაწყისში ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ევროპელმა სოციალისტმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა შეაფასა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზეც ისაუბრა.

„ხვალ ველოდები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს - ვიზალიბერალიზაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ევროპის სოციალ-დემოკრატიული ოჯახის ლიდერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური და სოციალური დღის წესრიგი, რაც ევროპაშია, იყოს მთავრობის საქმიანობის ფოკუსში. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაომ, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს ფუნდამენტური უფლებაა და მივესალმები, რომ ეს პოლიტიკა ახლაც გრძელდება. იმედი მაქვს, რომ ეს იგი გაფართოვდება და განათლების, სოციალური დაცვის და სხვა სფეროებსაც მოიცავს”, - აღნიშნა სერგეი სტანიშევმა.

ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39