საქართველოს მთავრობა კონსტიტუციაში გადასახადებთან დაკავშირებით რაიმე სახის ცვლილების ინიცირებას არ აპირებს

ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 17:31

საქართველოს მთავრობა კონსტიტუციაში გადასახადებთან დაკავშირებით რაიმე სახის ცვლილების ინიცირებას არ აპირებს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კონსტიტუციაში, გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება იგეგმება. საქართველოს მთავრობა არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას, ან, არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის, რეფერენდუმის გაუქმებას.

საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რათა ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61