დონალდ ტრამპმა ფარმაცევტულ კომპანიებს, შეღავათების სანაცვლოდ, ამერიკაში წარმოების დაბრუნება შესთავაზა

ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 17:11

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს, შეღავათების სანაცვლოდ,  წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში დააბრუნონ.

აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ფარმაცევტული კომპანიების მენეჯერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ტრამპმა ასეთ კომპანიებს შეღავათები აღუთქვა.

"დღეს მე შევხვდი თეთრ სახლში  ფარმაცევტული კომპანიების  ხელმძღვანელებს. მათ მიაღწიეს ექსტრაორდინალურ წარმატებებს, მაგრამ ფასები მედიკამენტებზე გადაჭარბებულია. ჩვენ უნდა დავწიოთ ფასები და მივიღოთ მეტი ინოვაციები", - ამბობს ტრამპი.  

ტრამპის თქმით, ჩვენ ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ დიდი ფინანსური რესურსები, რათა დააჩქაროს ახალი და ინოვაციური პრეპარატების მიღება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46