საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების მუშაობის სტრატეგია და პროკურორთა შეფასების სისტემა დამტკიცდა

ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 15:42

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგია და პროკურორთა შეფასების სისტემა დაამტკიცა. საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული სტრატეგია მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას, ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას კოლეგიური ორგანოების მნიშვნელობის გაზრდას, ადამიანის უფლებების დაცვას, პროკურორთა მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის შექმნას, საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას, პროკურატურის სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების დახვეწას, საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებას.

სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, დასრულდა პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვის პირველი ეტაპი. შემუშავდა დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ქ. თბილისის პროკურატურის, რაიონული პროკურატურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები. 2017 წლიდან პროკურორთა შეფასება განხორციელდება როგორც საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის, ასევე საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობის, სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის, ტრენინგებზე მიღწეული შედეგებისა და სხვა აქტივობების მხედველობაში მიღებით.

გარდა ხარისხობრივი მაჩვენებლებისა, შეფასდება პროკურორის დატვირთვაც. შეფასების შედეგები საფუძვლად დაედება პროკურორთა დაწინაურებას, წახალისებას და მათთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას. პროკურატურის სისტემაში შეფასების სისტემის დანერგვა მინიმუმამდე დაიყვანს პროკურორთა სუბიექტური შეფასების რისკებს, გააუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და გაზრდის ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობას. 2017 წლის პირველ ნახევარში გაიწერება მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მენეჯერების შეფასების კრიტერიუმები. საქართველოს პროკურატურამ პროკურატურის სტრატეგიასა და პროკურორთა შეფასების სისტემაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო და მათი შემუშავების პროცესში ჩართული იყო პროკურატურის ყველა მუშაკი. აღნიშნული დოკუმენტების პროექტები საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში გააცნო სხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა შენიშვნების დიდი ნაწილი ასახულია დამტკიცებულ დოკუმენტებში. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს და ევროპის საბჭოს, რომლებმაც მნიშვნელოვანი საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს პროკურატურას. სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, საქართველოს პროკურატურა მოწოდებულია ყველა სახელმწიფო ორგანოსთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისკენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39