შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 14:14

 შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში ამ დრომდე 200-მდე შეტყობინებაა შესული, რომლებზეც მყისიერი რეაგირება მოხდა. შსს-ს მაშველები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რომლებიც დიდთოვლობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ, სხვადასხვა სოფელში მყოფ მძიმე ავადმყოფებთან მისვლაში ეხმარებიან. მაღალმთიანი სოფლებიდან პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში დროულად გადასაყვანად მაშველები ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით კილომეტრს ფეხით გადიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები გამოიყვანეს, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4