მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებისთვის დახმარების პროგრამა ამოქმედდება

ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 14:10

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდს „სავსე გულით“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროში მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზნებსა და მიმართულებებზე საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის მთავარი მიმართულებებია პატიმართა და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური მომსახურება, პროფესიული უნარების განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა მცირე ბიზნესში და ასევე, იურიდიული დახმარება. შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქველმოქმედო ფონდის „სავსე გულით“, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, რეკომენდაციებიც წარადგინეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა.

მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების პიროვნულ და პროფესიულ გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39