თავდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 13:13

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან სტრატეგიული დონის ურთიერთობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ საქართველოში აზერბაიჯანელი კოლეგის დაგეგმილი ვიზიტისა და სამმხრივ ფორმატში - საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

„ერთი თვის წინ აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიულ დონეზე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს შევხვდით და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, თავდაცვის სფეროში. წელს ამ მიმართულებით ბევრი რამ იგეგმება აზერბაიჯანთან. კერძოდ, ჩვენ ველოდებით აპრილის თვეში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, კიდევ ერთხელ განვიხილავთ და განვახორცილელებთ 2017 წლის თავდაცვის თანამშრომლობის გეგმის მიხედვით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ასევე, შესაძლებლობა გვაქვს სამმხრივ ფორმატში თურქეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით დავგეგმოთ ერთობლივი წვრთნები და ის გეგმები, რომლებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებით გვაქვს ამ ქვეყნებთან გათვალისწინებული. ასე რომ, თანამშრომლობის ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს წელს და აზერბაიჯანთან ერთად აუცილებლად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა მეგობარი სახელმწიფოს ელჩთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა.  შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშის მოვალეობის შემსრულებელი, მაიორი ფუად იბრაჰიმოვი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41