საქართველოს ლატარიის კომპანია ჯეკპოტის გამარჯვებულს ეძებს

ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 11:50

საქართველოს ლატარიის კომპანია  ეროვნულ ლატარიაში რიგით მე-17 ჯეკპოტის გამარჯვებულს ელის.  „ლოტო 6/36“ - ის 735-ე გათამაშებაზე მორიგი ჯეკპოტი 1,380,345 ლარი 31 იანვარს გათამაშდა. ჯეკპოტის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა: 1,3,9,10,35,36

იღბლიანი ბილეთის მფლობელი მოგების გასანაღდებლად უნდა ეწვიოს თბილისში, მელიქიშვილის N16 მდებარე ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრს. გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს ლოტოს მომგებიანი ბილეთი, რომელიც გაივლის ვალიდაციის პროცედურას. მოგების დადასტურების შემდეგ კი პირველი საპრიზო კატეგორიის თანხა ანუ ჯეკპოტი ორ კვირაში ჩაერიცხება პირად ანგარიშზე.

 შეგახსენებთ, რომ „ლოტო 6/36“-ის გათამაშება ყოველ სამშაბათს და პარასკევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში 20:45-დან 21:00-მდე დროის ინტერვალში იმართება. აღნიშნული გათამაშება ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მაღალი საპრიზო ფონდით გამოირჩევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46