ირაკლი ღლონტი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

სამშაბათი, 31 იანვარი, 2017 - 13:43

პოლიტიკური გაერთიანების ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი მთავრობას მიწის განკარგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს.

"ეს არის საკითხი, როცა ყურადღება არ უნდა დავუთმოთ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ხმამაღალ ვაიპატრიოტულ მესიჯებს და ვიმსჯელოთ ეროვნული ინტერესების მიხედვით. ვიდრე ქართული მიწის უცხოელებზე განკარგვის წესზე მსჯელობთ უმჯობესი მგონია განახორციელოთ მიწის სრულყოფილი რეფორმა და აღწერა.

ჩვენ არ ვიცით რამდენი ჰექტარი მიწა გვაქვს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ასევე არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას მიწის კატეგორიების შესახებ. რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს სახელმწიფო/მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ფართობის დაზუსტება, ამის შემდეგ უნდა მოხდეს მათი კატეგორიების აღწერა და სასურველია ნიადაგის კვლევაც. სახელმწიფომ უნდა იცოდეს რამდენი ჰექტარი აქვს სახნავ-სათესი, რამდენი საძოვარი, რამდენია რეკრეაციული ზონა და ა.შ. სახელმწიფომ უნდა იცოდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული მიწების ნიადაგის შესახებ ინფორმაცია, იგივე გონივრული ფასის დადგენის თვალსაზრისით. ყველაფრის ამის შემდეგ შესაძლებელია ჩვენ გავიზიაროთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიდგომა რეგულაციებთან მიმართებით.

საინტერესო რეგულაციები აქვს დადგენილი გერმანელებს, შვედებს, ავსტრიელებს, ესტონელებს. მე ვფიქრობ რეფორმის შემდგომი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია საქართველომ დაადგინოს რეგულაციები და სპეციალური წესის მიხედვით განსაზღვროს რამდენი, რომელი და რა კატეგორიის მიწის გასხვისება იქნება შესაძლებელი. მთლიანად აკრძალვა არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, ეს ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს და გაყინულ მდგომარეობაში მყოფ სოფლის მეურნეობას. ნორმალური იქნება თუ მთლიანად ავკრძალავთ გასხვისებას საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე ან მივბაძავთ ბერძნებს და ვიმსჯელებთ რამდენად უსაფრთხოა იგი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ვფიქრობ, წინასწარ უნდა განისაზღვროს მთლიანი მოცულობის გარკვეული %, რის ფარგლებშიც იქნება შესაძლებლობა უცხოელ მოქალაქეებზე განიკარგოს ჩვენი მიწები. აქ შესაძლებელია დადგენილ იქნას პირობები და უპირობოდ არ მოხდეს ამ ქონების გასხვისება. პირობებში ვგულისხმობ საინვესტიციო ვალდებულებას, ჩვენი მოქალაქეების დასაქმების ვალდებულებას და ა.შ. პირობის შეუსრულებლობა როგორც წესი იწვევს სანქციონირებას დამრღვევი პირის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებელია ქონების უკან დაბრუნებამდე მივიდეს.

ვფიქრობ, მიწის განკარგვა უნდა მოხდეს მკაცრად, გადაწყვეტილება მისი განკარგვის შესახებ უნდა მიიღოს განმკარგავმა ორგანომ (ეკონომიკის სამინისტრო და მუნიციპალიტეტის მთავრობა), რაც საბოლოო ჯამში უნდა შეთანხმდეს საქართველოს მთავრობასთან. სწორედ საქართველოს მთავრობასთან გააფორმებს ხელშეკრულებას უცხოელი შემძენი და მთავრობის წინაშე იკისრებს ვალდებულებებსაც. მზად ვარ მიწის პრივატიზების საკითხებზე ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41