როგორ გგონიათ, რომელიმე ეს ხანძარი დაუდევრობთ მოხდა?! - დოდონა კიზირია თბილისში მომხდარი ხანძრების სიას აქვეყნებს

სამშაბათი, 31 იანვარი, 2017 - 12:56

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია  მთავრობის გინებაზე განმარტებას აკეთებს.

"რამდენიმე ჩემმა მეგობარმა შეწუხებით მკითხა, ეს პოსტი (გინებით) წავიღეთ და მგონი თქვენი დაწერილი არ უნდა იყოსო. ბოდიშიც კი მომიხადეს. ჩემი დაწერილია, მეგობრებო, ყოველი სიტყვა ჩემი დაწერილია და არცერთი არ მიმაქვს უკან. დღესაც იგივეს დავწერდი, მაგრამ აზრი არა აქვს.

აი, დახედეთ ქვემოთ სიას, რომელსაც დღეს წავაწყდი დახურულ ჯგუფში და ამიტომ სკრინის მაგივრად კოპირებით გადმოვიტანე. ამ სიის დანახავაზე გინება კი არა, მინდა საკუთარი ხელით ყელი გამოვიღადრო, რომ აღარაფერი დავინახო და მოვისმინო, რაც ჩემი ქვეყნის ასეთ დაცემას მიუთითებს. ხელისუფლებასა და პარლამენტში მოკალათებული ქურდების ბანდა ძარცვავს და ანგრევს ქვეყანას, ხალხი კი მაინც დუმს.

როგორ გგონიათ, რომელიმე ეს ხანძარი დაუდევრობთ მოხდა?! ან რატომ გახშირდა ეს ხანძრები ბორია ივანაშვილის ბანდიტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არ დაფიქრებულხართ?

1. დამწვარი ,,ლილოს" ბაზრობა – 2012-15 ნოემბერი

2. დამწვარი სავაჭრო ცენტრი ,,საბა" – 2013-26 თებერვალი

3. დამწვარი ,,ევროპარკი" – 2013-17 ივლისი

4. დამწვარი სენაკის ბაზრობა – 2014-25 აგვისტო

5. დამწვარი ,,ბოშათა" ბაზრობა – 2014-16 სექტემბერი

6. დამწვარი ,,ხოფას" ბაზრობა – 2014-7 დეკემბერი

7. დამწვარი ,,ელიავას" ბაზრობა – 2014-27 დეკემბერი

8. დამწვარი ,,ისნის'' ბაზრობა – 2015-21 იანვარი

9. დამწვარი ,,ელიავას" ბაზრობა – 2015-4 აგვისტო

10. დამწვარი ,,შავი" ბაზრობა – 2016-2 აგვისტო

11. დამწვარი ბაზრობა და ბავშვთა სამყარო – 2017-29 იანვარი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39