ეშტონ კატჩერმა SAG Awards-ის ცერემონიალი პოლიტიკური განცხადებით გახსნა

სამშაბათი, 31 იანვარი, 2017 - 15:18

ჰოლივუდის 38 წლის მსახიობმა ეშტონ კატჩერმა, კინომსახიობთა გილდიის (SAG Awards) დაჯილდოების ცერემონიალი პოლიტიკური განცხადებით გახსნა.

მსახიობი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 7 მუსლიმური ქვეყნის -  სირიის, ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერების ბრძანება გასცა.

„მოგესალმებით კინომსახიობთა გილდიის წევრებს, ყველას, ვინც სახლში იმყოფებით ტელეკრანებთან და მათ, ვინც აეროპორტში ხართ დაყოვნებული და ჩემს ამერიკას ეკუთვნით. თქვენ ხართ იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“ - განაცხადა ეშტონ კატჩერმა.

მსახიობის გამოსვლას მთელი დარბაზი ოვაციებით შეხვდა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის განკარგულების გამო, ასობით ადამიანი აეროპორტებში შეაჩერეს და ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46