ქვეყნის ახალო შუქურავ - ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

სამშაბათი, 31 იანვარი, 2017 - 11:32

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

"ქვეყნის ახალო შუქურავ,

რამოდენიმეჯერ მოგწერეთ ღია წერილი, თუმცა უშედეგოდ. ვიფიქრე, ქვეყანაში რაღაც მაინც შეიცვლებოდა, მაგრამ როდესაც „მურუსიძეებს“ გადაეფარეთ და სააკაშვილის მიერ შექმნილ სასამართლოს გაუკეთე ლეგიტიმაცია, მივხვდი, საითაც მიგყავდათ ქვეყანა, ამიტომ თითქმის ერთი წელი არაფერს გწერდით.

ბიძინა ივანიშვილო! არ მეგონა თუ გამაკვირვებდა შენი ფეოდალური ხელისუფლება და ადვოკატებთან მიმართებაში ჩაიდენდა ისეთ უკანონობას, რასაც აკეთებდა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმი. 26 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ და „მურუსიძეებმა“ დააკავეს ორი ადვოკატი, 62 წლის პენსიონერი ქალბატონი ნათელა გოდერიძე, რომელსაც სახლში ჰყავს 15 წლის არასრულწლოვანი ქალიშვილი და ადვოკატი (20 წლის საადვოკატო სტაჟით, რომელსაც არ მიუღია არცე ერთი უბრალო შენიშვნა კარიერის მანძილეზე) მზევინარ კოსტავა თაღლითობის ბრალდებით. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, 62 წლის პენსიონერ ქალბატონზე წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რომელსაც აქვს კვირაში მინიმუმ 10 სასამართლო პროცესი და არსად არ გარბის, არის უმსგავსობა და უზნეობა.

28 იანვარს შევხვდი ადვოკატთა კორპუსს, დარბაზში ტევა არ იყო, დაახლოებით 100 ადვოკატი იდგა ფეხზე. მე მათ წავუკითხე ბრალი, რომელიც წაუყენა პროკურატურამ და დავაყენე კენჭისყრაზე საკითხი - იყო თუ არა ეს ბრალი მთელი ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, გაუგონარი უკანონობა ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ და იყვნენ თუ არა ადვოკატები ნათელა გოდერიძე და მზევინარ კოსტავა პოლიტპატიმრები, რაზეც ადვოკატების თითქმის 100 % მა მიპაუხა, რომ ჩვენ გვყავს ორი პოლიტპატიმარი ადვოკატი და უნდა ვიბრძოლთ მათ გასათავისუფლებლად. ეს არის დღევადნელი ხელისუფლების სამართლებრივი განაჩენი და დასასრული.

პარადოქსია, რომ პროკურატურამ დააკავა ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად, რომ როგორმე ვინმემ დაადოს ხელი ადვოკატებს, სხვანაირად შეუძლებელია მტკიცებულებების მოპოვება ადვოკატების წინააღმდეგ. გოგა ხაინდრავას ფილმში, რომელიც თქვენ დააფინანსეთ უამრავი ასეთი ფაქტია მოყვანილი, რისი გამეორებაც დაიწყეს იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, ვინც აკანონებდა უმსგავსობას და უზნეობას და ვისთანაც თქვენ, სავარაუდოდ იმყოფებით ალიანსში. თქვენმა ნაქებმა „შოთაძის“ პროკურატურამ ადვოკატებს ბრალი წაუყენა, რომ ნოტარიუსი შეიყვანეს შეცდომაში და მას გააცემინეს უკანონოდ სამკვიდრო მოწმობა მოქალაქეზე, რომელიც სასამართლოს კანინიერი გადაწყვეტილების საფუძველზე აღიარებული იყო მემკვიდრედ ზუსტად იმ ქონებაზე, რომელზეც გასცა ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა. დადასტურებულია პროკურატურის მიერ, რომ ადვოკატებმა წარადგინეს ნოტარიუსთან, მხოლოდ კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, სააღრიცხვო დოკუმენტები და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტაცია.

სამწუხაროა, როცა პროკურატურამ არ იცის, რომ ნოტარიუსები სამკვიდრო მოწმობებს გასცემენ არა მიწოდებული ინფორმაციებით, არამედ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ნოტარიუსებს აქვთ პირდაპირი წვდომა დოკუმენტაციასთან, ისმის კითხვა როგორ უნდა შეიყვანოს ადვოკატმა ნოტარიუსი შეცდომაში? ეს არის იურიდიულად გმორიცხული თუ ადვოკატი არ წარუდგნეს ყალბ დოკუმენტს. შოთაძის პროკურატურამ როდესაც დაუშვა ის ფაქტი, რომ ადვოკატმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე,შეიძლება შეიყვანოს ნოტარიუსი შეცდომაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ადვოკატებს წაუყენეს პოლიტიკური ბრალდება, რომელიც გავრცელდება ყველა ადვოკატზე როგორც პრეცედენტი და დაუდებს საფუძველს ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციურ დევნას. ასეთ უმსგავსობას აკეთებდნენ მხოლოდ პირსისხლიანი დიქტატორები, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო ადვოკატის ინსტიტუტი ჰიტლერი, მუსოლინი, პინოჩეტი, ჩაუშესკუ და სხვა მისთანები. ჩვეულებრივი დიქტატორები ასეთ იმსგავსობას არ კადრულობდნენ, მაგრამ ეს იკადრა თქვენმა ფეოდალურმა რეჟიმმა. საქართველოს მთავრობამ, პროკურატურამ ადვოკატები, ჩემი შეფასებით, დააპატიმრა იმისთვის, რომ ადვოკატებს შეტანილი აქვთ სასამართლოში სარჩელები თბილისის მერიის, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, ზედამხედველობის სამსახურის და ლეგალიზაციის კომისიის წინააღმდეგ და ეს არის დანაშაული? სასამართლოში სარჩელის შეტანის და მოთხოვნის წამოყენების გამო სააკაშვილის რეჟიმი არ სჯიდა ადვოკატებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს არის მესამე შემთხვევა ადვოკატების დევნის. პროკურატურა აკანონებს ისეთ ანომალიებს რასაც ნორმალურ ქვეყანაში შეეწირებოდა მთვარი პროკურორი. ადვოკატ კახაბერ ხვისტანს და ლავრენტი სუხიშვილს პროკურატურამ დააბრალა მტკიცებულების ფალსიფიკაცია მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოქალაქე, რომელიც ადვოკატებმა გამოკითხეს, პროკურატურაში ხელმეორედ გამოკითხვის შემდეგ ამბობდა ადვოკატმა მთხოვა და ეს ჩვენება იმიტომ მივეციო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადვოკატმა მოქალაქე გააფრხილა, თუ არასწორ ჩვენებას მომცემ დაისჯები სისხლის სამართლის წესითო და ამანაც არ გაჭრა, იმიტომ რომ პროკურატურას სურს შექმნას პრეცედენტი და ადვოკატებს აუკრძალონ მოწმეების გამოკითხვა და დააშინონ, რასაც სააკაშვილის რეჟიმი არ აკეთებდა. არ ყოფილა შემთხვევა, ადვოკატი დაეპატიმრებინოთ იმის გამო, რომ ადვოკატმა მოწმე გამოკითხა, ეს არის საშინელება და ბნელეთის დამკვიდრება . სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც მოწმე აძლევდა სასამართლოში განსხვავებულ ჩვენებას და ამბობდა პოლიციაში პირველი ჩვენება ძალით დამაწერინესო, ასეთ მოწმეს პროკურატურა იჭერდა ჩვენების შეცვლის გამო, რატომ მიეცი ცრუ ჩვენებაო. მაგრამ როდესაც ადვოკატმა გამოჰკითხა მოქალაქე თავისი ნებით, ვინაიდან პროკურატურას არ აწყობს ადვოკატებმა გამოჰკითხონ მოწმეები და იბრძოლონ უდანაშაულო მოქალაქეების დაცვის მიზნით პროკურატურამ დაიწყო ადვოკატების დევნა ასეთი რამე არ უქნია სააკაშვილის რეჟიმს. ნათელა გოდერიძის ადვოკატებმა, როდესაც ადვოკატთა ასოციაციაში პრესკონფერენცია ჩაატარეს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შენობაში შემოვარდნენ მოქლაქეები და ადვოკატებს ხელი შეუშალეს პრესკონფერენციის ჩატარებაში, რაც წარმოადგნეს საადვოკატო საქმიანობის ხელის შეშლას და ისჯება კანონით. ეს, რომ იგივე მოქალაქეებს გაეკეთებინათ პროკურატურაში, მათ ხომ მისცემდნენ პასუხისგებაში?

ბიძინა ივანიშვილო! ამ ფაქტებს რომ ასე არ დავტოვებ ალბათ იცით, მაგრამ სანამ რამეს დავიწყებ მოგიწოდებ! მოგვაშორე სააკაშვილის პროკურორები და მოსამართლეები", - წერია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5