„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ოქროს ბირჟის საცავი არ დაზიანებულა

ორშაბათი, 30 იანვარი, 2017 - 18:11

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ოქროს ბირჟის საცავი არ დაზიანებულა, - აღნიშნულის შესახებ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექპერტებმა ბავშვთა სამყაროს დამწვარი შენობის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განაცხადეს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საცავებში დაცული ოქრო-ვერცხლი წინასწარი დათვალიერებით გადარჩენილია.

ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ წუხელ, შუაღამისას გაჩნდა. განადგურებულია შენობაში 10 000 კვადრატული მეტრის ფართობზე არსებული სავაჭრო ცენტრები და შენობის მიმდებარედ საბითუმო ბაზრობის ტერიტორია.

ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45