დონალდ ტრამპმა ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების მცდელობაში დაადანაშაულა

ორშაბათი, 30 იანვარი, 2017 - 13:28

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების მცდელობაში დაადანაშაულა.

როგორც ტრამპი აცხადებს, იმის ნაცვლად, რომ  სენატორები  ფოკუსირებული იყვნენ და მათი ძალისხმევა მიმართული იყოს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლისკენ, უკანონო მიგრაციისა და საზღვრის დაცვისკენ, მუდმივად ცდილობენ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას.

ტრამპი ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრემის ერთობლივ განცხადებებს პასუხობს, სადაც ისინი პრეზიდენტის საემიგრაციო კონტროლის გამკაცრებას აპროტესტებენ და მიაჩნიათ, რომ ახალი განკარგულება შეერთებულ შტატებში ტერორისტულ საფრთხეებს გაზრდის. 

პრეზიდენტის თქმით, ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრეჰემის ერთობლივი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, "სამწუხაროდ, ისინი ორივე ძალიან სუსტები არიან  იმიგრაციის საკითში" - წერს ტრამპი tweet-ზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39