საქართველო „დევისის თასის“ მატჩებს მასპინძლობს

ორშაბათი, 30 იანვარი, 2017 - 12:39

"დევისის თასის" გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის შეხვედრები საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის 3-5 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ნაკრების ვარჯიშს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ აკა მეტრეველთან ერთად დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს ფინეთთან მოახლოებული დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩების წინ წარმატება უსურვა.

„მსურს ყველა გულშემატკივარს მოვუწოდო მობრძანდნენ დევის თასის გათამაშების მატჩებზე და უგულშემატკივრონ ჩვენს ჩოგბურთელებს. არაერთხელ ვნახეთ, წარმატებისათვის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აქტიურ მხარდაჭერას მაყურებელთა მხრიდან და ქომაგების დიდი თანადგომით ამ სასახლეში სპორტის სხადასხვა სახეობაში არაერთი გამარჯვებაც გვაქვს მოპოვებულია. იმედია, ჩვენ ყველანი დამატებით მუხტს მივცემთ ჩოგბურთელებს და გულშემატკივრებთან ერთად ხელს შევუწყობთ მათ კიდევ ერთ წარმატებაში“, -  განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის აკა მეტრეველის  განცხადებით,  გუნდი სრულ მზადყოფნაშია, კარგ ფიზიკურ ფორმაშია ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე კარგ კონდიციაშია გიორგი ცივაძეც, ხოლო გუნდის კაპიტანი დავით კვერნაძე მასქიმალურად იხარჯება იმისათვის, რომ ყველაფერი რიგზე იყოს.

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი (89-ე ATP მსოფლიო რეიტინგში) გიორგი ცივაძე (819-ე), ზურა ტყემალაძე (17 წლის, ურეიტინგო), ვაჟა შუბლაძე (18 წლის, ურეიტინგო), კაპიტანი დავით კვერნაძე.

ფინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პირველ ზონაში გადასასვლელად ლიტვა-მადაგასკარს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ოლიმპიურ სასახლეში მატჩები 3 თებერვალს  12:45 საათზე,   4 თებერვალს 15:00 საათზე,  5 თებერვალს  13:00 საათზე გაიმართება.

მაყურებელთა დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45